აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საპატიო უნივერსიტეტელის მერაბ დემეტრაძის გარდაცვალების გამო.
ბატონი მერაბი იყო გამორჩეულად ღირსეული პიროვნება თავისი შინაგანი კულტურით, განათლებით და დამოკიდებულებით კოლეგებისადმი. იგი ოთხი ათეული წელი ემსახურა მშობლიურ უნივერსიტეტს ჩვეული ერთგულებით.
მისი კეთილშობილური თვისებები დიდ სიყვარულს იმსახურებდა საზოგადოების მხრიდან. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, – ნათქვამია სამძიმრის პოსტში.