“წამოსულია მეწყერი”- რა ხდება გურიაში?

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში უამინდობის შედეგად მეწყერი ჩამოწვა.

“ნაბეღლავი. წამოსულია მეწყერი. წაქცეულია ელექტრო-ენერგიის ბოძები, გაფუჭებულია გზის საფარი. ადგილზე მობილიზებულია ენერგო-პრო, გზების დეპარტამენტი, სამაშველო პოლიცია. გზა გახსნილია. მიმდინარეობს ელექტრო-ენრგიის აღდგენითი სამუშაოები”,_ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჩოხატაურის საკრებულოს სოციალურ, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ნაბეღლავი, ქვაბღა, ჩხაკაურა, ხევის მაჟორიტარი ზვიად მამალაძე ავრცელებს.