14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, კახეთში კერძოდ ნეკრესის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი რამდენიმე სკოლის მოსწავლე ძაღლმა დაკბინა.
შემთხვევა ნაშინ მოხდა, როცა ბავშვები ექსკურსიაზე იმყოფებოდა.
მოულოდნელად ტერიტორიაზე მყოფი ერთ-ერთი ძაღლი აგრესიული გახდა და რამდენიმე მოზარდი დაკბინა. მშობლებმა გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და აგრესიული ძაღლი შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანეს.
,,დღეს დაგვიკავშირდა პატრულის თანამშრომელი, რომელმაც გვითხრა, რომ ძაღლი გარდაიცვალა. ამ დრომდე ვერ ზუსტდება ძაღლი ცოფით თუ რაიმე სხვა მიზეზით გარდაიცვალა. ძაღლს ექსპერტიზის გარეშე ჩაუტარდა კრემაცია. ჩემი შვილის კლასელებს, რომლებსაც კანის საფარი დაზიანებული ჰქონდათ აცრა მაშინვე ჩაუტარდათ. ექსკურსიაზე სხვა ბავშვებიც იყვნენ, რომლებსაც სამართალდამცველებისთვის საკონტაქტო ნომრები არ მიუციათ, შესაბამისად მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება” – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
მართალია შემთხვევიდან ორი კვირა გავიდა,თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს, რომ გარდაცვლილ ძაღლთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის რაბიოლოგთან კონსულტაცია აუცილებელია.