ირაკლი კობახიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს მთავრობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

“საქართველოს მთავრობის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი კობახიძე” – ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.