უდიდესი ტრაგედიაა – სანდრა რულოვსი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მწერალ ზაალ სამადაშვილის და წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას გარდაცვალებას, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ზაალიც და გიაც პატრიოტები და ერთგული მებრძოლები იყვნენ.

„ორი პატრიოტი და ერთგული მებრძოლი გუშინ და დღეს გარდაიცვალა: ზალიკო სამადაშვილი და გია ხარჩილავა…

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მათ ოჯახებს, კოლეგებს და მეგობრებს. ეს ორი სურათი კი გადაღებულია ზუგდიდში 2019 და 2023 წელს (Raymond Red Rodgers-s მიერ)“, – წერს სანდრა რულოვსი.