„ასე ვცხოვრობთ ჩვენ.. სასტუმროს ვარსკვლავი, ბატონი ტარიელ სუარი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ …” – რა ვიდეოს ავრცელებს ია ფარულავა

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა მისი ყოფილი მეუღლის, გიტარისტი ტარიელ სუარის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც ია ფარულავა ტიკ-ტოკ პლატფორმაზე გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნავს, ტარიელ სუარი გიტარაზე სასტუმროში, დილით მეცადინეობს:

„ასე ვცხოვრობთ ჩვენ.. სასტუმროს ვარსკვლავი, ბატონი ტარიელ სუარი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დილაობით სასტუმროში უნდა იმეცადინოს“, – აღნიშნავს ია ფარულავა.