ვერძი
საკმაოდ პოზიტიური დღეა, ჩართეთ დიპლომატია, დაალაგეთ ურთიერთობები, მოაგვარეთ საოჯახო საკითხები. იყავით კომუნიკაბელური და აქტიური.
კურო
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, აკონტროლეთ განწყობა. საქმიანობაში დააკვირდით პროცესებს, გააანალიზეთ შედეგები, რესურსები.
ტყუპები
მეტი დრო დაუთმეთ სამსახურს, მოლაპარაკებებს. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, როგორც წამოწყებას, ასევე გარჩევას, უკეთეს პერიოდს დაელოდეთ. წაახალისეთ საკუთარი თავი შენაძენით, რომლის ყიდვაც დიდი ხანია, გინდოდათ.
კირჩხიბი
საკმაოდ აქტიური დღეა, იყავით ზომიერი, ნუ გაუშვებთ შანსებს ხელიდან, როგორც პირად, ასევე საქმიან სფეროში. ფინანსური საკითხების წარმოებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი დროა.
ლომი
მშვენიერი პერსპექტივებით არის სავსე ეს დღე, ყველაფერი გაქვთ, შარმი, ენერგია. შეიცვალეთ იმიჯი, ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობობას.
ქალწული
მიჰყევით ძველ საქმეებს, ახალი წამოწყებებისთვის ეს პერიოდი არაა გამართლებული. იყავით დაკვირვებული, იზრუნეთ იმ სიტუაციების დალაგებაზე, რომელიც ამას მოითხოვს.
სასწორი
კომუნიკაციებისთვის და აქტიურობისთვის დღე ნაკლებად რეკომენდებულია, შეიქმენით კომფორტული გარემო, მოუსმინეთ საკუთარ თავს. სამსახურში მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საბუთებთან მუშაობისას.
მორიელი
საქმიანობის კუთხით, საკმაოდ ნაყოფიერი დღეა, იყავით მოზომილი და დაკვირვებული, წარმატებულად ჩაივლის შეხვედრები, მოლაპარაკებები, რომელიც სხვადასხვა პროექტებსა და ფინანსურ საკითხებს შეეხება.
მშვილდოსანი
ნუ გადაიტვირთებით, გადაანაწილეთ თქვენი ძალები მთელ დღეზე. შემოიკრიბეთ გარშემო ისეთი ხალხი, რომლებიც თქვენს თვითშეფასებასა თუ განწყობაზე დადებით გავლენას ახდენენ.
თხის რქა
დაკავდით ჩვეული საქმიანობით, დააწყვეთ სამომავლო გეგმები. დაისახეთ ახალი მიზნები. გააანალიზეთ თქვენი ცხოვრება, რა გაკმაყოფილებთ, რა გინდათ შეცვალოთ. მომდევნო დღეები ხელს უწყობს თქვენი რეალობის გადაწყობას.
მერწყული
ყუადღება მიაქციეთ ემოციურ ბალანსს, ნუ გადაიტვირთებით. დღის მეორე ნახევარში მეტად გახალისდით, შეხვდით მეგობრებს, მოინახულეთ ადგილები, რომლებიც გუნება-განწყობას აგიმაღლებთ.
თევზები
აქტიური დღეა. დადებითად წარიმართება მათთვის, ვინც ჩართულია კომუნიკაციებისა და ვაჭრობის სფეროში. თუ რაიმე იმ გზით არ განვითარდება, როგორც ელოდით, დაიხმარეთ მეგობრები და კოლეგები. საღამოს კი დაისვენეთ და აღიდგინეთ ძალები.