წყალდიდობას ესპანეთში სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 4 ბავშვია – სად მოხდა ტრაგედია?

ძლიერი წვიმის შედეგად ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ El Pais ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილია, 13 დაღუპულს შორის ოთხი ბავშვია.

ვალენსიაში ათობით ადამიანმა ღამე სატვირთო მანქანებში, ბენზინგასამართი სადგურების სახურავებზე და ხიდებზე გაათენეს. 

„ზოგიერთი მათგანი კვლავ ელოდება სასწრაფო დახმარების სამსახურს“, – წერს ესპანური მედია. 

მანამდე კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, სულ მცირე 7 ადამიანი მიიჩნევა დაკარგულად.