მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს.
კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, მისი პარტნიორი 26 წლის ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავეს – გამოძიება მას გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. სასამართლომ მას 20 სექტემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
სოციალურ ქსლეში ვრცელდება მათი ერთობლივი ვიდეო.