26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეცადეთ, ეს დღე მხიარული ადამიანების გარემოცვაში, აქტიურად გაატაროთ. კარგი იქნება, თუ სამუშაოს მაქსიმალურად სწრაფად დაასრულებთ და თავისუფალ დროს საკუთარ თავს დაუთმობთ. გირჩევთ, საღამოს უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას ერიდოთ.

კურო

ამ დღეს მოვლენები ისე სწრაფად იცვლება, რომ არაფერი უნდა დაგეგმოთ. აუჩქარებლად იმოქმედეთ და საკუთარი ნაბიჯები აკონტროლეთ. ახალი ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, ახალი მეგობრებისა და მოკავშირეების პოვნას შეძლებთ. გამორიცხული არ არის, რომ რამდენიმე სასწრაფოდ მოსაგვარებელი საქმე გამოგიჩნდეთ და მათზე ერთდროულად ზრუნვა მოგიწიოთ.

ტყუპები

მომატებული ემოციური ფონის გამო სიმშვიდის შენარჩუნება გიჭირთ და განწყობა სწრაფად გეცვლებათ. ეცადეთ, რომ ბრაზი უდანაშაულო ადამიანებზე არ იყაროთ. ამ დღეს ინფორმაციის ნაკადში რომ არ დაიბნეთ, მხოლოდ იმას უსმინეთ, რაც თქვენს საქმიანობას ან ინტერესის სფეროს ეხება.

კირჩხიბი

წვრილმან უსიამოვნებებს გულთან ნუ მიიტანთ და ეცადეთ მხოლოდ სასიამოვნოზე იფიქროთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რადგან დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება დაპირისპირება გამოიწვიოს. ამ დღეს წამოჭრილი პრობლემები რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება, მაგრამ თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება.

ლომი

დღეს ახლობელი ადამიანების უსამართლო კრიტიკა და უადგილო შენიშვნები იმდენად გაღიზიანებთ, რომ მზად ხართ, ყველას დაუპირისპირდეთ. ამის გაკეთება არ ღირს, რადგან ვნებები დაცხრება და საკუთარ გაცხარებას ინანებთ. მოერიდეთ ახალ ნაცნობებს და საეჭვო შეხვედრებს. სიფხიზლე გამოიჩინეთ, რათა არც ერთი წვრილმანი არ გამოგეპაროთ.

ქალწული

სიფრთხილე გამოიჩინეთ ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში, ნუ ენდობით ყველაფერს, რასაც ის გეტყვით. ვიღაცამ შეიძლება თქვენით მანიპულირება და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება სცადოს. ცდილობთ ძველი, მოსაწყენი დავალება დროულად დაასრულოთ, მაგრამ გირჩევთ, რომ არ უნდა აჩქარდეთ და ყოველი ნაბიჯი კარგად გათვალოთ. ამისთვის მეტი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ, ვიდრე გსურთ, თუმცა შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

სასწორი

წარმატებული და ნაყოფიერი დღე, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ძველი დაასრულოთ და ახალი, საინტერესო საქმეები დაიწყოთ. შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში სამომავლოდ ინახავდით. ენერგიით სავსე ხართ და მცირე სირთულეები არ გაშინებთ. შეიძლება, ახალი, საინტერესო პროექტი დაიწყოთ, რომელიც სწრაფ მოგებას მოგიტანთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა იმპულსური მოქმედებებისა და იმპროვიზაციისთვის, მაგრამ არა – მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებისთვის. მორიელებს სიახლეებთან შეგუება მოუწევთ. თუ გრძნობთ, რომ დიდი მოცულობით სამუშაოს ვერ უმკლავდებით, დახმარება კოლეგებს და მეგობრებს უნდა სთხოვოთ. ხშირად შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ახალი საქმის დაწყებამდე ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ. ემოციურად მიღებული გადაწყვეტილება კარგს არაფერს მოგიტანთ.

მშვილდოსანი

მშვენიერი დროა ხანმოკლე მოგზაურობისთვის. ფრთხილად იყავით ურთიერთობის დროს – შესაძლოა, ვიღაცამ მცდარი ინფორმაციის დახმარებით თქვენი დაზიანება სცადოს. შესანიშნავი ინტუიციის წყალობით ადამიანებში კარგად ერკვევით. თუ ვინმე მოგწონთ, ის ამას იმსახურებს. ზოგჯერ ახლობელი ადამიანები თქვენს ცხოვრებაში უხეშად ჩარევას ცდილობენ. ეცადეთ, ამას იუმორით შეხედოთ,

თხის რქა

გირჩევთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევრისთვის დაგეგმოთ. თქვენი პიროვნული თვისებების დამსახურებით ამ დღეს შეიძლება ნებისმიერი თავყრილობის სული და გული გახდეთ და ხალხი შემოიკრიბოთ. ხელსაყრელი დღეა სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. ახალი ნაცნობობა სასარგებლოა, თუმცა ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, იმედებს გაგიცრუებენ.

მერწყული

ამ დღეს სიმშვიდის და მოთმინების შენარჩუნება გიჭირთ. ყველაზე მეტად ადამიანების უხეშობა და არაკორექტულობა გაღიზიანებთ, ამიტომ თუ შესაძლებელია, მარტოობაში მეტი დრო გაატარეთ. სასურველია, ამ დღეს დაგეგმილი სტუმრად წასვლა სამომავლოდ გადადოთ – ასე ჩხუბს და უსიამოვნებას თავიდან აიცილებთ. გარშემო მყოფთა ზეწოლის მიუხედავად, იმას აკეთებთ, რაც საჭიროდ მიგაჩნიათ და ეს სწორი პოზიციაა.

თევზები

თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები ბევრ მოკავშირეს გაგიჩენთ. შემოქმედმა თევზებმა შეიძლება რაღაც განსაკუთრებულის შექმნა შეძლოს და აღიარება დაიმსახუროს. თუ ურთიერთობა დაიძაბა, ეცადეთ ვითარება ხუმრობით განმუხტოთ. საკუთარ თავში არ უნდა „ჩაიკეტოთ“, თუნდაც გარშემო მყოფებთან ურთიერთობა დამღლელი ჩანდეს, ახლა ყველაზე მეტად ურთიერთობები გჭირდებათ.