ფოთში, მე-15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი გარდაიცვალა. აღნიშნული უბნის თავმჯდომარის, გიორგი ჩხარტიშვილის თქმით, 50 წლამდე მამაკაცი რეგისტრატორის პოზიციას იკავებდა.
მისივე თქმით, მამაკაცი უეცრად ცუდად გახდა. ადგილზე მყოფმა ადამიანებმა დახმარება გაუწიეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მოსულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
როგორც ადგილზე ჰყვებიან 50 წლამდე მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა