“ცრემლის გარეშე წარმოუდგენელია ამის ყურება…” – ემოციური კადრები: როგორ დაემშვიდობნენ ტრაგიკულად დაღუპულ მორაგბეს (ვიდეო)

რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიღებული ქალა-ფუძის მოტეხილობით, ახალგაზრდა მორაგბე საბა ჭეიშვილი გარდაიცვალა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური კადრები, როგორ ემშვიდობება რაგბის კლუბი “აია” საბას.

“ცრემლის გარეშე წარმოუდგენელია ამის ყურება…

მოგვენატრებ ხუჭუჭა ანგელოზო…

როგორ მეგონა, გადარჩებოდა..

ღმერთო, გული მომიკვდა...

ცუდად ვარ, არადა რამხელა მომავალი შეიძლება ჰქონოდა…” – წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.