„ციხე შიგნიდან გატყდა, ჩაიხსნა რევოლუციის ფული, მორჩა კინო, წადით სახლში“ – ელისო კილაძე შოკისმომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს

ჟურნალისტი ელისო კილაძე მოულოდენელ მიმართვას აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე საათის წინ ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხება.

„მოკლედ და კონკრეტულად, ციხე შიგნიდან გატყდა, კეზერაშვილის მთავარ ოფისებს დაარტყეს, უბედურება ხდება – ჩაიხსნა რევოლუციის ფული. 

მორჩა კინო, წადით სახლში და კონცენტრირდით არჩევნებზე!

არ გამოვა ამ ქვეყანაში ქოლცენტრების და მისტერ ოფშორის რევოლუცია.

გმადლობთ, ნახვამდის“ – დაწერა ელისო კილაძემ.

როგორც ცნობილია, “კონცენტრ იქსის” ოფისში საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.

გუშინ ჩხრეკა ჩატარდა სამ სავარაუდო ე. წ. “ქოლცენტრში”, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა – ატლანტიკური საბჭოს მკვლევრების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის ბინებშიც, საიდანაც მათი პირადი და ოჯახის წევრების კუთვნილი ტექნიკა ამოიღეს.

თბილისის პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ქუთაისშიც.

შეგახსენებთ, ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე, გამოძიება ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს. სისხლისსამართლის დევნა 100-ზე მეტი ფიზიკური და 7 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. დაყადაღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 100 მილიონზე მეტი ღირებულების აქტივები.