სამარცხვინოები ესენი, კამერები უნდა ნახონ და გაიგონ ვინ გააკეთა – რა ხდება თემქაზე, ახლადგახსნილ ტყე-პარკში

ზღვის უბნის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ახალი რეკრეაციული სივრცით სარგებლობა 20 ოქტომბრიდან შეუძლიათ.

თემქის ხევის პარკის რეაბილიტაციისთვის 40 მილიონი ლარი გამოიყო, რეაბილიტაცია სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.პარკი, 25 ჰექტარზეა გაშენებული. პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე და სარწყავი სისტემა.

დამონტაჟდა გარე განათების ქსელები. მოეწყო ფეხბურთის და კალათბურთის მოედნები. პარკის ტერიტორიაზე გაკეთდა ორი ხელოვნური ტბა. პარკის გახსნიდან მეორე დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო მასალა, სადაც ასახულია უკვე დაბინძურებული ხელოვნური ტბა.

ტერიტორიაზე ვანდალიზმის ფაქტებიც შეინიშნება. როგორც დამთვალიერებლები ამბობენ, გარემო ლამაზია, თუმცა რაც აქ ხდება მიუღებელია.

2-1729601223.jpg
1-1729601202.jpg
4-1729601259.jpg
3-1729601273.jpg