სამშაბათს, 22 ოქტომბერს, საბერძნეთის ქალაქ ნავპლიოში ტრაგედია მოხდა. სკოლის მოსწავლე, 14 წლის ბიჭი სტადიონის ტრიბუნიდან ჩამოვარდა და დაიღუპა.
პოლიციის ინფორმაციით, ტრიბუნიდან ჩამოვარდნილი ბიჭი შუადღისას, დაახლოებით 13:00 სთ-ზე სტადიონის დარაჯმა იპოვა.
კაცმა მაშინვე გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მაგრამ ადგილზე მისულ პერსონალს მოზარდი გარდაცვლილი დახვდა.
მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს და გარემოებებს ამჟამად პოლიცია იძიებს.