მეტალ ჯგუფ Iron Maiden-ის მომღერალი, პოლ დი’ანო, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსმა ჯგუფთან ერთად ორი ალბომი ჩაწერა. თუმცა, 1981 წელს მუსიკალური ჯგუფი დატოვა და მის ნაცვლად ბრიუს დიკინსონმა გააგრძელა შესრულება.
მოგვიანებით დი’ანომ აღიარა, რომ ის “24 საათის განმავლობაში ატარებდა დროს წვეულებებზე და მისი ცხოვრების წესი არ იყო სამართლიანი ჯგუფის, თაყვანისმცემლების მიმართ”.
ჯგუფის ამჟამინდელმა წევრებმა პოლ დი’ანოს პატივი მიაგეს და განაცხადეს, რომ ისინი “დამწუხრებულნი არიან” მისი გარდაცვალების გამო.
- “პოლის წვლილი Iron Maiden-ში უზარმაზარი იყო. ის დაგვეხმარა იმ გზაზე, რომლითაც ბენდი თითქმის ხუთი ათეული წელია მოვდივართ,“ – ნათქვამია ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჩამწერმა ლეიბლის Conquest Music -ისინფორმაციით, დი’ანო “გარდაიცვალა საკუთარ სახლში, სოლსბერიში”. გარდაცვალების მიზეზი არ დასახელებულა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში პოლ დი’ანო ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო, ინვალიდის ეტლში იჯდა.
მეტალ ჯგუფი Iron Maiden 1977 წელს ჩამოყალიბდა. 1979 წლისთვის მათ მიაღწიეს სარეკორდო გარიგებას EMI-სთან და შედგა დებიუტი მსოფლიოს სცენაზე. 1980-იან წლებში Iron Maiden მძიმე მეტალის საკულტო წარმომადგენელი იყო.