ცნობილი “ტიკტოკერი” მაკა ქიქავა კლინიკაშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, მას თავის ტვინის არეში ოპერაციას უახლოეს საათებში გაუკეთებენ.
„ვლოცულობთ შენთვის… რთულ ოპერაციას იკეთებს, 18 000 ლარი ჯდება. ვისაც გაინტერესებთ, თანხა უკვე ჩარიცხულია და ამზადებენ.
შენი არსებობით სამყაროს უფრო ბედნიერს ხდი. ძალიან მიყვარხარ!
ყველაფერი კარგად იქნება, მალე ჯანმრთელი და ბედნიერი დაგვიბრუნდი. იცოდე და გახსოვდეს, გუდუ, შენ არც ოქრო ხარ, არც ვერცხლი და არც ბაჯაღლო და თვით ბრილიანტსაც არ შეედრები, ფასდაუდებელი ხარ ჩემთვის. რომელიც ყოველთვის ჩემს გულშია…
იცოდე, რომ გასაჭირში, ლხინში თუ ჭირში, შენს გვერდით ვიქნები. მუდამ შენი ტკბილი ფორთოხალი“, – წერს შოთო სიხარულიძე