ქართული წარმოშობის ფეხბურთელი გიორგი შელია 1988 წლის 11 დეკემბერს რუსეთში დაიბადა.
მოსკოვის “დინამოს” გაზრდილი 2008 წლიდან 2012 წლამდე ბრაიანკის “დინამოში” თამაშობდა. 2012/13 სეზონის დასაწყისში კი “ბალტიკაში” გადავიდა. კარიერა კალინინგრადის შემადგენლობაში გააგრძელა, სადაც 2015 წლის ივლისამდე თამაშობდა, შემდეგ “იენისეიში” გადავიდა.
კრასნოიარსკის გუნდში თამაშისას ის “ნომერ პირველ” ფეხბურთელად აღიარეს, რის შემდეგაც RFPL კლუბების ყურადღება მიიპყრო. 2019 წლის იანვრიდან – ტამბოვის მოთამაშე გახდა. 2020 წლის 1 აგვისტოს გროზნოში “ახმატში” გადავიდა, სადაც დღემდე თამაშობს.
რა აკავშირებს შელიას საქართველოსთან?
2020 წელს რუსული მედია წერდა, რომ “უფას” სათადარიგო მეკარის გიორგი შელიას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – მან ქართველ გოგონაზე ნანუკა კახნიაშვილზე იქორწინა. ქორწილი საქართველოში გაიმართა.
“მოსკოვში დავიბადე, რადგან მამაჩემი იქ სწავლობდა, მერე მუშაობდა და დედაჩემიც იქ გაიცნო. დედაც ქართველი მყავს. აფხაზეთის ამბების შემდეგ წამოვიდნენ და თბილისში დასახლდნენ. 13 წლამდე აქ ვცხოვრობდი” – ამბობს შელია ლელოსთან ინტერვიუში.
“ნორჩ დინამოელში” ვვარჯიშობდი, რომელიც მაშინ მუშტაიდის ბაღში იყო. ჩემი პირველი მწვრთნელი გია ჯანგავაძე გახლდათ, მერე – თამაზ კოსტავა. იმ თაობაში ბევრი ნიჭირი მოთამაშე გაიზარდა… მე და ბექა გოცირიძემ ერთად დავიწყეთ ვარჯიში…
2001 წელს, როცა საქართველოში მძიმე ვითარება იყო და ჩემი ოჯახი მოსკოვში გადავიდა, იქაურ “დინამოში” გამსინჯეს, მოვეწონე მწვრთნელებს და ვარჯიშიც დავიწყე. კარიერა რთულად ამეწყო. დაინტერესება იყო, მაგრამ 2008 წლის შემდეგ მძიმე პერიოდი დადგა, უმაღლესი ლიგის გუნდში ვერ გადავედი და პირველი ლიგის “ბალტიკას” წინადადებას დავთანხმდი.
იქიდან მოყოლებული, საქმე უკეთესად წავიდა, მერე იყო “ენისეი” და ამის შემდეგ რუსული პრემიერ ლიგის კლუბმა “უფამ” მიმიწვია. ამ დროს უკვე 26 წლის ვიყავი, როდესაც უმაღლეს ლიგაში მომიწია თამაშმა. ჩემი კარიერა რთულად მიდიოდა, იოლად ნამდვილად არ აწყობილა.
2023 წელს რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში შელია გროზნოში ცხოვრების შესახებ ჰყვება:
– მეჩვენება, რომ ჩემი ქალიშვილი, ზეპირად იცნობს გროზნოს. პარკი, სადაც შეიძლება გასეირნება, მოედანი მეჩეთის მახლობლად, სადაც შეგიძლიათ სკუტერებით სიარული. ჩემი შვილი გროზნოში დადის ბალეტზე. მას ეს ნამდვილად მოსწონს.
ჩემს მეუღლეს კი ადგილობრივი სამზარეულო უყვარს. თბილისში რომ მიდის, მეუბნება: “როცა ჩამოვალ, ჩემს საყვარელ რესტორანში ყოველდღე წამიყვან”?
ჩემი ქალიშვილი 3 წლისაა, მაგრამ ძალიან დაინტერესებულია ფეხბურთით. სტადიონზე თამაშს ყურადღებით ადევნებს თვალს. მამა, რატომ არ გადახტი ბურთის დასაჭერად. ახლა ის ხვდება, რომ მე მეკარე ვარ. ის ჩემთან მოდის ჩასახუტებლად თამაშის წინ.
– აქ ტანსაცმლზე გარკვეული ტრადიციებია – მაგალითად, შორტების ჩაცმა არ შეიძლება. ეს არ არის პრობლემა თქვენთვის?
– ჩვენ უნდა მივიღოთ გარკვეული წესები, რადგან მე აქ ვცხოვრობ.” ეს საერთოდ არ მაწუხებს. მეტიც, მე თვითონ კავკასიელი ვარ, ეს კულტურა ჩემთან ახლოსაა. საერთოდ არ არსებობს შეზღუდვები, რაც ხელს შემიშლის მუშაობაში.
ჩეჩნეთში ხალხი ძალიან სტუმართმოყვარეა. როდესაც გაიგებენ საიდან ვარ, მოდიან ჩემთან, მეკითხებიან, როგორ ვარ აქ და წუხან იმაზე, ყველაფერი კარგად არის თუ არა. მე ვპასუხობ: ბიჭებო, მე თვითონ კავკასიელი ვარ, არ ინერვიულოთ.
აქ ყველაფერია ცხოვრებისთვის. მათ შორის ძალიან გემრიელი სამზარეულო. მიუხედავად იმისა, რომ კავკასიური სამზარეულოდან პრაქტიკულად ხორცს არ ვჭამ. ვცდილობ სწორად ვიკვებო.
საქართველოს ნაკრებში მოხვედრაზე
2024 წელს რუსულ მედიაში დანანებით აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებში ვერ მოხვდა.
– 35 წელია ამას ვაკეთებ (იცინის). მე ვთამაშობ ფეხბურთს. კიდევ რა არის საჭირო? პასპორტის მიღება? ორი წლის წინ საბუთები წარვადგინე და უარი მითხრეს. აღარ მიმიმართავს. ოცნებები ხან ახდება, ხან – არა.
მე არ დამითმია საქართველოს პასპორტი. მოსკოვში დავიბადე. 2 წლის ვიყავი, მშობლები თბილისში რომ წავიდნენ. რუსეთის მოქალაქეობა მხოლოდ 13 წლისამ მივიღე, როცა მოსკოვში დავბრუნდი.
შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად შეჩერდა. უარი არც არის ასახული. მოქალაქეობის მიღება კი არა, არამედ მისი აღდგენა მსურდა – ეს ყველაზე იოლი გზაა, მაგრამ ვიღაცას ეს არ უნდოდა.
მერე გავიგე – თუ ვინმეს ნაკრებში გამოძახება უნდოდათ, უბრალოდ, პასპორტს აძლევდნენ. შეიძლება ჩემ მიმართ ასეთი ინტერესი არ იყო.
როცა “ტამბოვში” ვთამაშობდი, დამირეკა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა. მას გაუკვირდა, თუ რამდენად კარგად ვლაპარაკობ ქართულად და მკითხა – მსურდა თუ არა საქართველოს ნაკრებში თამაში? დავთანხმდი, მაგრამ… ამის შემდეგ არავინ დაურეკავს.
– საქართველოს ჰყავდა თქვენზე ძლიერი მეკარე?
– ჩემს თაობაში დიდ პატივს ვცემ ლორიას – უძლიერესი მეკარეა. შეეძლო, 5 ტოპლიგიდან რომელიმეში ეთამაშა, მაგრამ… სამწუხაროდ, არ გამოუვიდა. ჩემთვის ის საუკეთესოა საქართველოს ისტორიაში. ლორია უკვე ამთავრებს თამაშს თბილისის “დინამოში”, სამაგიეროდ, მამარდაშვილის ყველაფერი წინ აქვს და ძალიან მინდა, კიდევ უფრო მეტს მიაღწიოს. გიორგიც მომწონს, მისი მატჩებით “ვკაიფობ”. მასში უმაღლესი დონის მეკარის პოტენციალს ვხედავ. მას სჭირდება დიდ კლუბში მოხვედრა, რათა იგრძნოს ეს აურა…
– მამარდაშვილისთვის კონკურენტი არ იქნებოდი?
– ყველასთან შეიძლება კონკურენცია, ეს არ არის პრობლემა, ჩემს ასაკშიც კი. ყველასთან და ყველაფერთან მიმართებაში თავშეკავებას ვამჯობინებ. რადგან საქართველოს ჰყავს მამარდაშვილი, ეტყობა, ჩემ მიმართ ინტერესი გაქრა.
წყარო: www.ambebi.ge