თამუნა მუსერიძე დედასთან შეხვედრის შემდეგ ემოციურ მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ მოპარული ბავშვი არ არის.„ისტორია ასეთია. მე მოპარული ბავშვი არ ვარ და ტყუილს ვერ ვიტყვი. მე რომ ეს ვთქვა, მერე იმ დედებს არ დაუჯერებენ, რომლებსაც მართლა მოჰპარეს შვილები.
ამდენ ადამიანს საკუთარი ისტორიისთვის ვერ გავწირავ. გამაშვილეს, რადგან მამა იყო ცოლიანი კაცი, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა. დედა არ იყო გათხოვილი.
იმ პერიოდში ბავშვის უმამოდ გაზრდა წარმოუდგენელი იყო და ეს მესმის. დედას არ უნდა ჩემთან ურთიერთობა, მას სიმსივნე აქვს მძიმე ფორმით. ყველას ვერ მოეწონები და რას ვიზავთ. მას არც გამოჩენა სურს და არც ჩემთან კონტაქტი“, – ამბობს თამუნა მუსერიძე.