ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე, ხშირად ქვეყნდება მისი წინასწარმეტყველებებიდან ამონარიდები.
ამჯერად ვკითხულობთ რუსეთის და ჩინეთის შორის ურთიერთობებზე წინასწარმეტყველებას, რომელიც ლელა კაკულიამ, მრავალი წლის წინ იწინასწარმეტყველა.
„მეგობრებო…
ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან გაზსადენ „ციმბირის ძალა-2-ის“ მშენებლობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. გაზსადენის მშენებლობა შეჩერდა.
ეს იმიტომ მოხდა, რომ პეკინმა მოსკოვს ამ გაზსადენით აირის დაბალ, ანუ შიდა რუსული ფასებით მიყიდვა მოსთხოვა, რაც მოსკოვმა „არაგონივრულად” მიიჩნია.
მოკლედ, დასტურდება ქალბატონ ლელა კაკულიას მრავალი წლის წინ წარმოთქმული წინასწარმეტყველება, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები არც ისე ტკბილია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
აქ მხოლოდ ორიოდე წინასწარმეტყველებას და კიდევ 2019 წელს ჩაწერილ ვიდეოს შეგახსენებთ“,- ვკითხულობთ პოსტში.