ბლოგერი შოთო სიხარულიძე 20 წლის ანდრია ბაუჟაძეზე წერს, რომელიც ქობულეთში 6 თვის ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად ავარიაში მოჰყვა და ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის.
“არ გარდაცვლილა ანდრია, მას ბათუმში ბაუს კლინიკაში ურთულესი ოპერაციები გაუკეთდა თავზე. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა აპარატზეა შეერთებული, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ თავი აქვს ძალიან დაზიანებული. კისერში და გვერდებში რკინები ჩაუსვეს შაბათ დღეს ელოდებიან ექიმები, თუმცა ჯერჯერობით დამაიდებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ… (მხოლოდ გული მუშაობს)
„საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე ვწერ ასე დეტალურად…“
შეგახსენებთ, 20 წლის ანდრია ბაუჟაძე 6 თვის ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად ავარიაში მოყვა ქობულეთში ნაძვს შეასკდნენ ავტომობილით, სამწუხაროდ ანანო ხურციძე ადგილზევე დაიღუპა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ანდრია გარდაიცვალა რაც სიმართლეს არ შეესაბამება. “შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი” საგანგებო რეჟიმზეა გადასული და ინფორმაციის მიღებისთანავე მოგაწვდით მის ჯანმრთელობაზე ინფორმაციას.
ილოცეთ ილოცეთ ლოცვა მთებს დაძრავს, სანთელი აანთეთ მის სახელზე”, – წერს შოთო სიხარულიძე.