თურქეთში, 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – რა დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება

თურქეთის აღმოსავლეთით, მალათიას პროვინციაში მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის სამმართველოს (AFAD) ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრის მაგნიტუდა 5,9-ს შეადგენდა.

ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, მისი ეპიცენტრი კი 9 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ინფორმაცია ნგრევასა ან დაზარალებულების შესახებ ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.