გუშინ, 14 ოქტომბერს კახეთში, გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის დროს, პარტია „ახალის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი ელენე მეგრელიშვილი გარდაიცვალა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 15 ოქტომბერს განცხადება გააკეთა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.
„დღეს ჩვენი პარტიისთვის და ჩვენი კოალიციისთვის უმძიმესი დღეა, დავკარგეთ ჩვენი თანაგუნდელი ელენე, რომელიც პირველივე დღეებიდან ჩვენთან ერთად იყო, ავტოავარია მოხდა სამწუხაროდ, ტრაგიკული შემთხვევა და მასთან ერთად მანქანაში მყოფი ანა ქართველიშვილი ახლა იბრძვის გადარჩენისთვის. გვინდა სამძიმარი გამოვუცხადოთ მთელს ოჯახს, მის მეგობრებს, ვლოცულობთ ანას გადარჩენისთვის. ასეთი მძიმე დღეები ჩვენ ჯერ არ გვქონია და იმედია არც არასდროს გექნება. ჩვენ სამწუხაროდ ჩვენი თავი არ გვეკუთვნის, ჩვენი თავი ეკუთვნის ქართველ ხალ, ეს არის ბრძოლა სამშობლოსთვის, ეს არის ელენეს და ანას ბრძოლა, უფლება არ გვაქვს ჩავიმუხლოთ, წავიქცეთ და გავჩერდეთ, ამ ბრძოლას გავაგრძელებთ მთელი სამშობლოს სახელით, ელენეს სახლით და ველოდებით ანას როდის შემოგვიერთდება. სამწუხაროდ ელენეს ვეღარ ვნახავთ და მას ვერ ჩავხედავთ ნათელ თვალებში“, – განაცხადა გვარამიამ.
ტრაგიკული შემთხვევის გამო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ბათუმში დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო.