საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თიანეთთან იყო.
„დღეს, თბილისის დროით 04:53 საათზე ქალაქ თიანეთთან, სოფელ ბინდაურთასთან მოხდა 3,9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, – აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
რამდენიმე წუთში კი განმეორებითი ბიძგები კურორტ ვაჟას წყაროზე დაფიქსირდა. სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.