“ქუჩის ბიჭების” მომღერალ ირაკლი ნოზაძეს ამ დილით შვილი შეეძინა – მშობლებმა პატარას იშვიათი სახელი დაარქვეს (ვიდეო)

მომღერალი ირაკლი ნოზაძე და ია დუდაშვილი კიდევ ერთი შვილის მშობლები გახდნენ. ახალშობილს იამ და ირაკლიმ სიდონია დაარქვეს.

„დაიბადა სიდონია ნოზაძე! ძალიან სუქანა და დახატული ქალი

მადლობა უფალო ამ ბედნიერებისათვის და მადლობა ყველას ასე რომ გიყვარვართ!“, – დაწერა ირაკლი ნოზაძემ.

ეს წყვი­ლის მე­სა­მე შვი­ლია, მათ ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი და ვაჟი ჰყავთ. ირაკლი ნოზაძეს კი მეორე ქორწინებიდან ასევე ჰყავს ვაჟი.

ირაკლი ნოზაძე მეუღლესთან, ია დუდაშვილთან ერთად „ჯორჯიან ტაიმსის“ ეთერში საკუთარ ოჯახზე საუბრობს.

ირაკლი:

„ამ ბოლო დროს ძალიან გავაუბრალოეთ ცოლ-ქმრული თემა. როგორც კი შეუღლდებიან, თითქოს მერე ყველაფერი ქრება, იმ ლამაზ ფერებს კარგავს. ასე არ შეიძლება. შეყვარებულობის პერიოდში ყვავილებია, ყურადღებაა, შემდეგ თითქოს აღარ…

ჩვენ ორივე ვართ ერთ მხარეს ბავშვებთან ურთიერთობაში. თუ შენიშვნა მიიღო ერთი მშობლისგან, მეორეც იმავე პოზიციაზეა. ამით ძალიან კარგად იგებს ბავშვი, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება….“