სოციალურ ქსელში სახალისო ისტორია ვრცელდება:
ხო და, თელავში მომიწია წამოსვლა და აქვე, დრაივზე, წყალს ვიყიდი-მეთქი.ტელეფონი დამჯდარი მქონდა, ბარათი თან არ მქონდა და მხოოლოოდ ქეში მქონდა ისიც ნაყარი ხურდები და 50 ლარიანი.
50 ლარიანს არ დავახურდავებ-მეთქი და მოვხიკე ეს ხურდები.
მივედი და ვეუბნები წყალი მინდა მეთქი.
პატარა 1.20 და დიდი 2 ლარიო.
ლიტრიანი მომეცით-მეთქი და დავიწყე ოლია მათხივარივით ხურდების ამოთვლა და ვუი, 1.90 მაქვს და 10 თეთრი მაკლდება.
აუ, ბოდიშით, არ მქონია, მაკლდება და პატარა წყალი მომეცით-მეთქი.
რამდენი გაკლდებაო, ამ ლამაზმა გოგონამ და 10 თეთრი-მეთქი და იყოს, რა პრობლემააო და დიიიდი მადლობებით გამოვართვი და მივეცი ჩემი რკინის ლარიანი + 90 თეთრის ხურდა
გადმოვდი 4 ნაბიჯი და ხურდის წკარუნი გავიგონე და მეორე ჯიბეში მქონდა 2 რკინის ლარიანი და უცებ მივბრუნდი, რატო უნდა დაიკლოს იმ გოგომ თუნდაც 10 თეთრი-მეთქი.
ვაწვდი ორ ცალ რკინის ლარიანს და ვეუბნები, აი, მქონია-მეთქი და გავუწოდე და ველოდები, რომ ის 1.90 დამიბრუნოს და ამ დროს მიბრუნებს 10 თეთრს რატო შეწუხდითო, ანუ, რაღატო მობრუნდითო.
დავხედე ამ 10 თეთრს და მივხვდი, დანარჩემი 1.80ის დაბრუნებას აღარ აპირებდა, შემახმა ღიმილი და წამოვედი.
ახლა კითხვა,
რაა დამიჯდა რეალურად 2 ლარიანი წყალი
სტატიის ფოტო მითითებულია თემატურად