საქართველოს ნაკრებმა პოზნანში მატჩისთვის მზადება დაიწყო. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი სტადიონიდან კადრებს აქვეყნებს, სადაც მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიასაც ვხედავთ.
ცნობილია, რომ ფეხბურთელს რამდენიმე დღის წინ, ფეხზე გარკვეული სახის პრობლემა ჰქონდა, თუმცა, როგორც GEO TEAM-ი წერს, კვარა გუნდთან ერთად ვარჯიშობს, გოლებიც გააქვს და უკრაინასთან მატჩისთვისაც მზად იქნება.