კონორ მაკგრეგორის წარმოუდგენელი სიტყვები მერაბ დვალიშვილზე – რა თქვა ლეგენდარულმა მებრძოლმა ქართველ ჩემპიონზე

კონორ მაკგრეგორი, რომელიც სხვა მებრძოლის მიმართ ძირითადად აგრესიითა და უპატივცემულობით გამოირჩევა, მერაბ დვალიშვილზე გააკეთა კომენტარი და ქართველ ჩემპიონს ლეგენდა უწოდა.

მაკგრეგორმა იმ ეპიზოდზე გააკეთა კომენტარი, როდესაც მერაბს ტრიბუნებზე მყოფმა გულშემატკივარმა შეურაცხყოფა მიაყენა, მერაბმა კი ეს არ აიტანა და მასთან მივიდა.

“მერაბი ლეგენდაა, სიტყვები შეარჩიე იმ ადამიანთან ვის ცხოვრებაც არ იცი რა ხდება. ხანდახან ზოგი ადამიანი ცხოვრებაში იმდენ წინაღობას გადის, რომ ამ ეტაპზე ფეხებზე კიდიათ რა შეიძლება მოყვეს მათ ქცევებს. ამ დროს თქვენ ჩავარდებით ცუდ დღეში, ლაჩრებო!” – ამბობს მაკგრეგორი