7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

დღეს, შესაძლოა, მტკივნეულ ადგილებში მოგაყენონ დარტყმა, ამიტომ, ყველაფერი თქვენს ძალასა და მოხერხებულობაზეა დამოკიდებული. ახლა მთავარია, ემოციების სრული კონტროლი.

კურო

მოერიდეთ ზედმეტ გულახდილობას და თქვენი აზრების დემონსტრირებას, ამავდროულად, იზრუნეთ, რომ ყოველი ქმედება კარგად იყოს გააზრებული.

ტყუპები

იმედგაცრუების ალბათობა მატულობს, პროექტი, რომელზე დიდ იმედებს ამყარებდით, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. კარგი დროა აქტიურობისთვის, ფინანსური ოპერაციებისთვის.

კირჩხიბი

ყველა საქმეს წარმატებით გაართმევთ თავს, შესრულებული სამუშაო თავისი ხარისხითა და შედეგებით მოლოდინს გადააჭარბებს, ქება-დიდებას არ დაიშურებენ და არც ანაზღაურებით დარჩებით უკმაყოფილო.

ლომი

ამ ეტაპზე, წარსული გეჩქარებათ უკან და არა მომავალი. ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, გააანალიზეთ პრობლემები და იყავით მხნედ. შესაძლოა, შემთხვევით შეხვდეთ, ან დაგირეკოთ ძველმა მეგობარმა.

ქალწული

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დისციპლინასა და თვითკონტროლს, თვითანალიზს. ფრთხილად იყავით საქმიან ქაღალდებთან და ხელმოწერასთან. მოერიდეთ მგზავრობას.

სასწორი

შესაძლოა, ძველი ვალი დაგიბრუნონ. ნუ გაღიზიანდებით, თუ თქვენი ინტერესები საზოგადოების ინტერესს არ დაემთხვა, ურთიერთობებში ფრთხილი მოქმედება და მოზომილი სიტყვებია საჭირო.

მორიელი

შეხედეთ საკუთარ თავს კრიტიკული თვალით, ამგვარი ქმედება სასიკეთოდ აისახება თქვენს საქმიანობაზე. შესაძლოა, მუზა გეწვიოთ და რაიმე მნიშვნელოვანი შექმნათ.

მშვილდოსანი

დღეს სასიკეთო იქნება, გააკეთოთ განვლილი ცხოვრების ანალიზი და დასკვნები ისე გამოიტანოთ. კარგი დროა, ასევე, ფსიქოლოგთან ვიზიტისთვის. ეცადეთ, მოძებნოთ თქვენი ცხოვრებისეული პრობლემების ღრმად მიმალული მიზეზები.

თხის რქა

შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში რაღაც ძველი სიტუაცია განმეორდეს, მოერიდეთ ვალების აღებასა და კრედიტებს  თავი შეიკავეთ სპონსორის მოძიებისგან.

მერწყული

თუ საქმეს დამოუკიდებლად მართავთ, წარმატებებს ელოდეთ, ხოლო თუ კოლექტიურად – დაპირისპირებებია მოსალოდნელი, რაც მოიტანს გაუგებრობებს, განხეთქილებას და მწვავე კამათს.

თევზები

შესაძლოა, დღეს ახლობლებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ, უარს ნუ იტყვით. არაა გამორიცხული, დღეს, შთამბეჭდავი მატერიალური საჩუქარიც მიიღოთ.