ცისნამი საყვარლიშვილს 21 წლის ასაკში მოუწია ემიგრაციაში წასვლა და შვილის საქართველოში დატოვება.
წლების შემდეგ ირაკლი ამერიკაში წაიყვანა და თითქოს ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო, როდესაც ერთ დღეს ერთადერთმა შვილმა დედის გაუფრთხილებლად საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. ამან ცისნამს დიდი დარტყმა მიაყენა და ახლა პერიოდულად საჯაროდ წერს შვილს. ამჯერადაც მან მორიგი მიმართვა გამოაქვეყნა:
“მომენატრე იკაკო! შენს გარშემო რატომ არავინ არ არის ჭკვიანი ადამიანი, რომ გითხრას დედასთან არ კონტაქტი და ურთიერთობის არ ქონა შენზეც ცუდად აისახება. მარტო მე არ მავნებ, საკუთარ თავსაც ავნებ. მიყვარხარ და შენთან ერთად მინდა,” – წერს ცისნამი საყვარელიძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.