ვრცელდება უმძიმესი კადრები: მოულოდნელად მეწყერი ჩამოწვა, არიან დაღუპულები და დაშავებულები – კადრები ნეპალიდან

ნეპალში ძლიერ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 148 ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციის ცნობით, სტიქიის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

წყალდიდობების შედეგად ათასობით სახლი დაიტბორა და ადგილობრივების თქმით, სტიქიისგან თავის დასაღწევად “სახურავიდან სახურავზე დახტოდნენ”.

ახლანდელი მონაცემებით, სამაშველო სამუშაოების ფარგლებში დაახლოებით 3 600 ადამიანი გადაარჩინეს. რიგ შემთხვევაში წყალდიდობის გამო მაშველებს საბაგირო ტრანსპორტის გამოყენება მოუწიათ.