რუსეთში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – ინფორმაციას გერმანიის გეომეცნიერებათა კვლევითი ცენტრი ავრცელებს და წერს, რომ მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი კამჩატკის რეგიონის აღმოსავლეთ სანაპიროზე დაფიქსირდა.
მიუხედავად იმისა, რომ მძლავრი ბიძგები იგრძნობოდა ირგვლივ მდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში, მოსახლეობა არ დაზარალებულა.