კახელმა მეგრელი ყოჩაღი ქალი ითხოვა. პატარძალი დატრიალდა სახლში და სულ ყველაფერი დააპწკრიალა, რომ იტყვიან, ქანცი გააგდებინა. ჯერი ფანჯრებზე მიდგა– შესაღებია ჩარჩოები, მარა ფუნჯი ვერ იპოვა ვერსად. ღამე მოხუც პაპას წვერ-ულვაში გაკრიჭა, გააკეთა ფუნჯი და ისიც შეღება.
სახლში გადაწყვიტეს, პატივი ვცეთ ჩვენ დაუღალავ რძალსო და ვუყიდოთ რამეო.
ქალაქში წამოვიდნენ. სახლში რო დაბრუნდნენ, ხედავენ, პაპა კაკლის წვერზეა ასული.
ბიჭი შესძახის:
– რას აკეთებ მანდა, კაცო, ჩამოდი არ ჩამოვარდეო.
პაპა პასუხობს:
– ჩვენ რძალმა ტორტის კეთება დაიწყოო.
– მერე?
– მერე და კვერცხი არ არის სახლში, მე თქვენი დედაო!!!