სპეცოპერაცია – რა ხდება შარაბიძეებში?

დღეს, 5 ივნისს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შარაბიძეების დასახლებაში შსს-მ რამდენიმე პირი დააკავა.თვითმხილველის ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი, სპეცოპერაცია ამ წუთებშიც [10:30] მიმდინარეობს: „კორპუსთან ძალოვნები დღეს დილით 7 საათისთვის გამოჩნდნენ. კორპუსის ეზოში ოცამდე ეკიპაჟი მივიდა. იყო ათამდე ნიღბიანიც.“

თვითმხილველის ინფორმაციით, დაკავებულები ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

შსს-სგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

სპეცოპერაცია – რა ხდება შარაბიძეებში?

სპეცოპერაცია – რა ხდება შარაბიძეებში?
წყარო: batumelebi.netgazeti.ge