მამა ლევანი სოციალურ ქსელში კესარია აბრამიძესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს რომ მისი სული სამოთხეში ვერასდროს მოხვდება.
“ცოცხალი იყო ეს კესარია და მიდიოდა მისი რეკლამირება, ასეთია, ისეთია. მოკვდა და უარესი ხდება, ღმერთთან წავიდა, ანგელოზად წავიდა და ა.შ. რა ნახეთ კაცო. ზოგ ადამიანს, მით უმეტეს მოზარდებს, აქვთ მიდრეკილება ამ ცოდვისკენ და როცა ტაშს ვუკრავთ, ვაპიარებთ და არ ვგმობთ, არ ვამბობთ როს ეს დამღუპველი უკუღმართობაა, ისინი ცოდვას ბრძოლას კი არ დაუწყებენ, განახორციელებენ. არადა იკურნება ექიმების და მოძღვრების ჩარევით.
ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, ადამიანი თუ არაკანონიერ ქორწინებაშია, ცოლიანი კაცი თუ სხვა ქალთან დაწვება, გათხოვილი ქალი სხვა კაცთან, კაცი თუ კაცთან დაწვება, ქალი ქალთან, კაცი თუ ქალად გადაკეთდება, ქალი კაცად, და ამას არ იტყვის აღსარებაში, არ ექნება სინანული, არ მიატოვებს ცოდვას და ისე მოკვდება, მე ვიქნები თუ სხვა წავალთ გამოუხსნელ ჯოჯოხეთში. რატო ვამბობ გამოუხსნელში, არის სხვა შემხვევები როცა ამოდიან ჯოჯოხეთიდან სულები, ასეთები ვერა. მორჩა. ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ. იმის იქით კეთილი იყო, საყვარელი, მოხუცები უყვარდა თუ თევზები არ შველის“, – წერს მამა ლევანი.