აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, USGS (United States Geological Survey), ინდოეთის ოკეანეში, პორტ მავრიკისთან, ათი კილომეტრის სიღრმეზე ძალიან ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 6.3 მაგნიტუდა შეადგინა.
ამ ეტაპზე, სხვა დამატებითი ინფორმაცია: დაღუპულების თუ დაზარალებულების შესახებ, ნგრევაზე და ასე შემდეგ არ გავრცელებულა.
დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე აქვე გაცნობებთ.
მედიის ინფორმაციით, პირველადი ცნობით, ზარალისა და დაშავებული ადამიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.