„ხალხო, რატომ კადრულობთ ამას, შვილმკვდარმა დედამ ხომ გთხოვათ…“ – რას წერს კესარია აბრამიძის მეგობარი

თაია ჭიჭინაძე, რომელიც მსახიობ კესარია აბრამიძის ახლო მეგობარი იყო, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და გმობს ტრანსგენდერი ქალის დაკრძალვის დღეზე გადაღებული ფოტოების გასაჯაროებას.

„მესმის, რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მაგრამ… ხალხო, რატომ კადრულობთ მიცვალებულის ფოტოების ფრიალს მაშინ, როდესაც შვილმკვდარმა დედამ გთხოვათ ყველას, რომ არ გადაგეღოთ… იმ ადამიანებს გვეცით პატივი, ვისაც გვიჭირს კესარიას ამ მდგომარეობაში ყურება…“ – წერს თაია ჭიჭინაძე.