შემოდგომის მთავარი ფავორიტები – ნახეთ, ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი

თევზები

თევზებისათვის არა მხოლოდ 2024 წლის სექტემბერი, არამედ, ზოგადად, შემოდგომა წლის ყველაზე გამორჩეული სეზონი იქნება. განსაკუთრებული წარმატება კი ფინანსური თვალსაზრისით გელით. შემოდგომა შემოსავლის მიღების დამატებითი გზების პოვნაში დაგეხმარებათ. არ არის გამორიცხული, სამსახური შეიცვალოთ ან დამატებითი პროექტი, საქმე აღმოაჩინოთ, რომელიც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას საგრძნობლად შეცვლის. თქვენი შრომა დაფასდება და მიიღებთ იმას, რასაც დიდი ხანია, იმსახურებთ. წინ ძალიან საინტერესო და თქვენთვის სასარგებლო 3 თვე გელოდებათ, როცა შეგეძლებათ, საკუთარი თავი განსხვავებულ ამპლუაშიც გამოცადოთ, მიიღოთ კარგი შემოსავალი და თამამად შეიძინოთ ის, რაც ძალიან გინდათ.

ვერძი

2024 წლის შემოდგომა ვერძის ნიშნის წარმომადგენლებს პირად ურთიერთობაში ჰარმონიასა და დიდ ბედნიერებას ჰპირდება. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, სწორედ ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელთან კომუნიკაციაც ძალიან მოგეწონებათ და თავს კარგად იგრძნობთ. პაემნებისთვის, ახალი ურთიერთობებისთვის იდეალური დროა. თუ უკვე ხართ ურთიერთობაში, კიდევ უფრო მეტ ჰარმონიასა და სიმშვიდეს აღმოაჩენთ. ოქტომბერი კი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, როცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, თქვენს პარტნიორთან ერთად არაერთი სიურპრიზი და ბედნიერი დღე გელოდებათ. ასევე, შესაძლოა, საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც მიიღოთ, წამოიწყოთ ერთობლივი პროექტები, შეიძინოთ რაიმე ტიპის ქონება და განსხვავებული ეტაპი დაიწყოთ.

ტყუპები

2024 წლის შემოდგომა ტყუპების ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდება. ყველაფერი, რასაც წამოიწყებთ, იმაზე მეტ გამართლებას გპირდებათ, ვიდრე შეიძლება იფიქროთ. სამსახურშიც და საკუთარ საქმეშიც არაერთი ცვლილება გელოდებათ, რაც მხოლოდ სასარგებლო იქნება. ნოემბერში კი სრულად დაინახავთ იმ საქმის შედეგებს, რომელიც წლის დასაწყისში წამოიწყეთ. ასევე, მომდევნო 3 თვეში არაერთ საინტერესო ადამიანს გაიცნობთ, რომელთა მხარდაჭერაც განსაკუთრებით გამოგადგებათ. ეს შემოდგომა სამსახურის შეცვლისა და უფრო მაღალ პოზიციაზე გადასვლისთვის იდეალური პერიოდია.

მერწყული

შესაძლოა, ბოლო პერიოდის განმავლობაში მოტივაცია საგრძნობლად შეგიმცირდათ, არც განწყობა გაქვთ კარგი და ენერგიაც არ გყოფნით, რომ მნიშვნელოვანი საქმეები განახორციელოთ. მაგრამ, 2024 წლის შემოდგომა თქვენთვის ნამდვილად გამორჩეული იქნება. პირველ რიგში, მოტივაციის გაზრდას იგრძნობთ, რაც თქვენს ყოველდღიურობაზე აისახება. ცვლილებებისა და სიახლეების ძალიან დიდი სურვილი საინტერესო საქმემდე აუცილებლად მიგიყვანთ, რაც ფინანსურად დაწინაურებასაც გამოიწვევს და განწყობასაც გაგიუმჯობესებთ. ცვლილებები გელოდებათ პირად ცხოვრებაშიც. მომდევნო 3 თვე გაჩვენებთ, რომელ ურთიერთობაზე უნდა თქვათ სამუდამოდ უარი და ვინ უნდა დატოვოთ თქვენ გვერდით.

მშვილდოსანი

მშვილდოსნის ნიშნის წარმომადგენლებს ჯადოსნური შემოდგომა ექნებათ. ეს არის ეტაპი, როდესაც შეგიძლიათ, ყველა იმ პრობლემასა და უსიამოვნებას, რომლებიც ზაფხულის განმავლობაში შეგხვდათ, გაუმკლავდეთ და თქვენი ცხოვრების საინტერესო და განახლებული ეტაპი დაიწყოთ. ოქტომბრის თვე განსაკუთრებულ წარმატებას გპირდებათ. ყველაფერი, რასაც დაგეგმავთ, იმ შედეგით დასრულდება, რაც გსურთ. კარიერული და პიროვნული განვითარების დიდი შანსი გექნებათ და ცხოვრების ყველა სფეროში წარმატებას იმაზე მარტივად მიაღწევთ, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ.

წყარო: „ბომონდი“