გარდაიცვალა ლადო ასათიანის შვილი

გარდაიცვალა პოეტ ლადო ასათიანის შვილი მანანა ასათიანი. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის წევრები ავრცელებენ.

“გარდაიცვალა ბებიაჩემი, მანანა ასათიანი.

პანაშვიდები ხვალ და ზეგ – ატენის 3 ნომერში. გასვენება ხუთშაბათს, 19 სექტემბერს, სიონის ტაძრიდან 14:00 საათზე” – წერს მანანა ასათიანის შვილიშვილი ანა უკლება.