„ლაშა ბე­ქა­ურს და გენო პეტ­რი­აშ­ვილს მა­მა­ლი მგლის და ლო­მის არ ეში­ნი­ათ და პოსტს წა­ი­კი­თხა­ვენ ვინ­მეს და­ვა­ლე­ბით?“ – რას ამბობენ უმრავლესობაში ოლიმპიურ ჩემპიონებზე?

უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ბექა ოდი­შა­რი­ამ ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი­სა და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სარ­ჩევ­ნო სიის წევ­რე­ბის, გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი­სა და ლაშა ბე­ქა­უ­რის გან­ცხა­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ნიშ­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ისი­ნი პრე­ზი­დენ­ტის პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებს ემიჯ­ნე­ბი­ან.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, არის თუ არა ეს მმარ­თვე­ლი გუნ­დის მხრი­დან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბა, რომ პარ­ტი­ის წევ­რებს პოს­ტე­ბი და­ა­წე­რი­ნონ, ოდი­შა­რია პა­სუ­ხობს – „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რა შუ­ა­შია“?!

“ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც და­წე­რილ პოს­ტებს კი­თხუ­ლო­ბენ, კო­ლექ­ტი­ურ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ მო­ი­კი­თხეთ, ლაშა ბე­ქა­ურს და გენო პეტ­რი­აშ­ვილს მა­მა­ლი მგლის და ლო­მის არ ეში­ნი­ათ და რო­მელ პოსტს წა­ი­კი­თხა­ვენ, ვინ­მეს და­ვა­ლე­ბით? ძა­ლი­ან ცდე­ბით, რომ ასე უყუ­რებთ არა მხო­ლოდ თქვენ, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტიც ამ გმირ ადა­მი­ა­ნებს, ეს ხალ­ხი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ოქ­როს ასო­ე­ბით შევ­ლენ. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბე­ბით და ქმე­დე­ბე­ბით ამ უკა­ნას­კნე­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის­ტო­რი­ა­ში რო­გორ შევა და რა გვა­რად, ამა­საც ვნა­ხავთ. შე­იძ­ლე­ბა მე ვერ მო­ვეს­წრო, მაგ­რამ ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ძა­ლი­ან ად­ვი­ლია. ის არ იქ­ნე­ბა და ვერც იქ­ნე­ბა იმ მწვერ­ვალ­ზე, სა­დაც იქ­ნე­ბა გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი, ლაშა ბე­ქა­უ­რი, ტა­ლა­ხა­ძე და სხვა ძა­ლი­ან მა­გა­რი ბი­ჭე­ბი და გო­გო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბას­თან, ზო­გა­დად გა­მარ­ჯვე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბი­ან და მზად არი­ან, ისევ და­უდ­გნენ ჩვენს ქვე­ყა­ნას, არამ­ხო­ლოდ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, ქარ­თველ ხალ­ხს.

მათ­თვის სუ­ლერ­თია, ეს იქ­ნე­ბა რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, თუ მათ შო­რის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შეც­დო­მა­შია შეყ­ვა­ნი­ლი, რად­გან ისი­ნი კი­დევ უფრო სი­მაღ­ლი­დან უყუ­რე­ბენ ამ ყვე­ლა­ფერს, ისი­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი უყ­ვართ, ისი­ნი არამ­ხო­ლოდ სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბე­ბის, ოქ­როს მედ­ლე­ბის და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნო­ბის გამო ას­პა­რე­ზო­ბენ, არა­მედ მათ შო­რის, იმი­სათ­ვის, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გა­ე­ხა­რე­ბი­ნათ. ხომ უნდა იყო პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც იმას მო­ა­ხერ­ხებ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნი მი­ლი­ო­ნიც ვართ, ბოლო კა­ცამ­დე ყვე­ლას უყ­ვარ­დეს, ყვე­ლა გულ­შე­მატ­კივ­რობ­დეს და შენ ასე მოგ­მარ­თონ. სხვა­თა შო­რის, აქ შე­უ­რა­ცხყო­ფა არ ყო­ფი­ლა, აქ იყო ხის­ტი პო­ზი­ცია, სი­მარ­თლე, რო­მელ­საც ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე აქე­დან­ვე უნდა შე­ეჩ­ვი­ოს, რად­გან ბევ­რი წელი ამის მოს­მე­ნა მო­უ­წევს“, – გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.