„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე „ბზიკო“ შეყვარებულია.
ვინ არის დავით გაფრინდაშვილის ახალი შეყვარებული? – ამის შესახებ იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.
„როგორც კი თის დავშორდი, სამეგობროში მეკითხებოდნენ, ბოლო იყო, ახლა მაინც ისწავლი ჭკუასო? არადა, მე ძალიან მომწონს ოჯახური გარემო. ბავშვებთან ურთიერთობა, სახლში ყოფნა საყვარელ ადამიანებთან ერთად. არ ვარ ტიპიური 27 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ყველაფერს გასართობად წასვლა ურჩევნია. ეს გოგო რომ გავიცანი, მივხვდი, ისეთი იყო, როგორზეც მეგობრებს ვეუბნებოდი, მომავალში მხოლოდ ასეთთან თუ დავიწყებ ურთიერთობას მეთქი. არ უყვარს სოციალური ქსელები. ასე აგიხდეთ ყველაფერი. ერთი ფოტოც კი არ უდევს „ინსტაგრამზე“. ეს ძალიან სასიამოვნო დამთხვევა იყო და პირველი კომუნიკაცია, რომ ადამიანმა „პრაიმ ჰაუსზე“ არაფერი მკითხა. მას აქვს ყველაფერი, რაც მაკლდა სხვა ურთიერთობებში და ძალიან გახარებული ვარ. ცხოვრება გრძელდება“,- ამბობს „თბილისელებთან“ „ბზიკო“.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბლოგერი თი მაჭავარიანი მეუღლეს დაშორდა, წყვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ამას დაემატა ისიც, რომ დავით გაფრინდაშვილი, იგივე „ბზიკო“ ყველაზე რეიტინგულ რეალით შოუში, „პრაიმ ჰაუსში“ შევიდა.
თი მაჭავარიანმა საკუთარ სოციალურ ქსელებში დააშორების მიზეზებზე ირიბად რამდენჯერმე ისაუბრა, თუმცა, ამას არ აპირებს „ბზიკო“. „პრაიმტაიმთან“ საკუთარი პოზიცია ასე განმარტა:
„ბზიკო“: მისი გადასაწყვეტია, ისაუბრებს თუ არა დეტალებზე… მე არაფრის მოყოლას ვაპირებ. ორივე ადამიანს გვაქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც მოიაზრებს იმას, რომ პირადი ცხოვრება შევინახო პირადად, თავისი პრობლემებით, თავისი ბედნიერი მომენტებით, თავისი უთანხმოებებით… ზოგადი ფაქტი საზოგადოებას უკვე გავაცანი, ვერსად დავმალავდით… თბილისი კი არა, საქართველოა ძალიან პატარა. ყველამ ყველაფერი ძალიან მარტივად შეიძლება გაიგოს, როცა, მით უმეტეს, ამდენი ადამიანი გიყურებს ეკრანზე.. აქედან გამომდინარე, სიმართლე ვთქვი, ვინ როგორ გააგრძელებს და რამდენად ჩაუღრმავდებიან დეტალებს, ეგ მათი არჩევანია.