პორტუგალიაში, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მქონე ალკოენტრეს ციხიდან ხუთი პატიმარი გაიქცა. როგორც “ევრონიუსი” წერს, პატიმრები 6-მეტრიან კედელზე თოკის საშუალებით ჩაცოცდნენ.
გამოცემის ცნობით, გაქცეულებს შორის ერთი ქართველი – შერგილ ფარჯიანია.
სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ეს იყო კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული გაქცევა. გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრებს გარედან ეხმარებოდნენ ციხის კედელზე ჩამოსვლაში. პატიმრები ელოდნენ იმ მომენტს, როცა მეთვალყურეები კონცენტრირებულნი იქნებოდნენ ციხეში მონიტორინგზე და სწორემ ამ დროს, რამდენიმე წამში მოახერხეს გაქცევა.
გაქცეულები არიან 33 წლის ფაბიო ფერნანდეს სანტოს ლოურეირო, 61 წლის ფერნანდო რიბეირო ფერეირა, 59 წლის როდოლფ ლორმანი, 40 წლის შერგილ ფარჯიანი, 39 წლის მარკ კამერონ როსკალერი. მედიის ცნობით, ორი ორტუგალიელია, ერთი ქართველი, ერთი ერგენტინელი და ერთიც ბრიტანელი.
როგორც ევრონიუსი წერს, ფარჯიანს ქურდობის, ქურდობის შემდეგ ძალადობისა და საბუთების გაყალბებისთვის შვიდი წელი ჰქონდა მისჯილი.