მოდელი თამო ვაშალომიძე, რომელიც ვენეციის კინოფესტივალზე გამოჩნდა, ავრცელებს ვიდეომიმართვას, სადაც განმარტავს, თუ როგორ აღმოჩნდა ვენეციის კინოფესტივალზე.
„მადლობა ყველას უსაყვარლესი კომენტარებისთვის. ბევრი კითხვაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვხვდი ვენეციის კინოფესტივალზე, რატომ მიმიწვიეს…
გეცოდინებათ, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები მხოლოდ მიწვეული სტუმრებისთვის არის განკუთვნილი. დიდი ხნის განმავლობაში მქონდა სურვილი უცხოეთში გამეტანა ჩემი პროდუქცია, არა ონლაინ, არამედ ყოფილიყო მაღაზია, სტენდი და ა.შ.
რამდენიმე თვის წინ, მილანში ჩემს მეგობარს გავუგზავნე ჩემი პროდუქცია, ძალიან მოეწონათ, რის შემდეგაც შემომთავაზეს „TAMOSKIN-ის“ შეტანა მილანის ცენტრში, ერთ-ერთ ადგილას, კონკრეტულად სად, ამას უახლოეს მომავალში გაიგებთ, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გუშინაც მქონდა ბევრი შეხვედრა.
სამი წელი ვცდილობდი, მოვხვედრილიყავი ასეთ ღონისძიებაზე, თუმცა, უარს ვიღებდი.
ორი თვის წინ კი, მეილი რომ მომივიდა, მე თვითონ შოკში ვიყავი, ვერ აგიწერთ, რა ემოცია იყო.
არ ვიცოდი, როგორ წარვმდგარიყავი, ეს ჩემთვის, პირველი, უდიდესი ნაბიჯი იყო, ყველა დამიდგა გვერდით, ჩემი მეუღლე, ვიზაჟისტი, მეგობრები…
არ მინდა, ამპარტავნულად გამომივიდეს, მაგრამ მე საქმით ვამტკიცებ ყველაფერს…“ – ამბობს ბლოგერი.
@tamovashalomidzee #venicefilmfestival ♬ original sound – tamo vashalomidze