28 წლის ნიკა ღვინიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ძმებმა მედოშვილებმა დუმილი დაარღვიეს და სასამართლოზე სისხლიანი ღამის დეტალები გაიხსენეს.
ისინი ცდილობდნენ მოსამართლე დაერწმუნებინათ, რომ თანასოფლელის მკვლელობის განზრახვა არ ჰქონიათ და მხოლოდ თავს იცავდნენ. დაპირისპირება კი მაშინ დაიწყო, როცა ისინი სუფრასთან ერთად ისხდნენ.