7 სექტემბრიდან N310 მარშრუტზე მოძრავი 14 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი 19 ერთეული MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ცვლილება შეეხება აღნიშნული მარშრუტის სამოძრაო სქემასაც, რის შედეგადაც, ვარკეთილის დასახლების მცხოვრებლები პირდაპირ დაუკავშირდებიან საბურთალოს.