დიანა ღურწკაიას მეუღლის, პიოტრ კუჩერენკოს გარდაცვალებიდან 20 მაისს ერთი წელი შესრულდა. გასულ წელს პიოტრი კუბიდან რუსეთში მივლინებიდან ბრუნდებოდა, თვითმფრინავში კი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ერთი წლის გასვლის შემდეგ, რუსეთში მომუშავე ქართველი მომღერალი ჟურნალისტებთან ჰყვება, თუ როგორ შეიტყო საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შესახებ. დიანამ ასევე ისაუბრა როგორ ცხოვრობს ტრაგედიის შემდეგ. მომღერლის თქმით, ტრაგიკული ამბავი საყვარელი ადამიანისგან შეიტყო. იმ წუთებში იგრძნო, რომ “გული მკერდიდან ამოუვარდა”.
“არაფერი მოასწავებდა უბედურებას. პიოტრი ხალისიანი ადამიანი იყო, უყვარდა ცხოვრება და სხვების გახარება. რაც მოხდა, იმის მიღება და გაგება რთულია. არასოდეს დამავიწყდება ის საღამო, გული თითქოს ჩამწყდა. ეს მდგომარეობა დღემდე მაქვს. პეტია ავად თვითმფრინავში გახდა. ექიმებმა თქვეს, რომ პეტიას გულის უკმარისობა ჰქონდა”, – ამბობს ღურწკაია.