ხანძარი ბორჯომში – ცეცხლი ახალდაბის ტყეში გაჩნდა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე?

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბის მიმდებარედ, ტყეში ხანძარია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ცეცხლის ქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველები რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან არიან ჩართულნი.

ტერიტორია ტექნიკისთვის მიუვალია, ამ ეტაპზე ხანძრის ჩაქრობას ცოცხალი ძალით ცდილობენ.

ცეცხლის კერები დასახლებიდან მოშორებით ფიქსირდება.