თბილისში, ფეიქრების ქუჩასთან სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
მატარებელი თბილისი-ბათუმის მიმართულებით მიდიოდა. ადგილზე მობილიზებული არის სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
საქართველოს რკინიგზა უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან.
მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით.
„საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს“,- ნათქვამია განცხადებაში.