ბათუმიდან თბილისისკენ მომავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა. დაღუპულია 2 ადამიანი. შემთხვევა ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ მოხდა. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები.
ბათუმი-თბილისის მატარებელი საათზე მეტია თბილისის შესასვლელთან არის გაჩერებული. რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა საქართველოს რკინიგზამ.
„ძვირფასო მგზავრებო, მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00 საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“.