2024 წლის შემოდგომა არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენით იქნება დატვირთული, რაც თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე დიდ გავლენას მოახდენს.
შემოდგომის ჰოროსკოპი
4 სექტემბერს პლანეტა მარსი კირჩხიბის ნიშანში შედის, სადაც აპრილის ბოლომდე დარჩება. ამიტომაც, საცხოვრებელი ადგილის საკითხები, ისევე, როგორც ოჯახური ურთიერთობები, სულ უფრო აქტუალური ხდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს პერიოდი ბევრი წყვილისათვის ერთგვარი გარდამტეხი ეტაპი იქნება და შესაძლოა, ყველა პრობლემა, უთანხმოება, რომლებზეც აქამდე არ ისაუბრეთ, ახლა გააქტიურდეს და ძალაუფლებისა და დომინირებისათვის დაიწყოთ ბრძოლა. ურთიერთობებსა და ოჯახურ ცხოვრებაში ვერძისა და სასწორის ნიშნის წარმომადგენლებისათვის სრულიად ახალი და განსხვავებული ეტაპი იწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ.
როდესაც პლანეტა მარსი კირჩხიბის ნიშანშია, კირჩხიბი კი ასტროლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე მეოჯახე ნიშნად ითვლება, გვაიძულებს, ჩვენი სიმყუდროვის, კომფორტისა და ოჯახური ღირებულებებისათვის ვიბრძოლოთ.
პირველად 9 წლის შემდეგ, 18 სექტემბერს თევზების ნიშანში დაბნელება იქნება, რაც შემოდგომის დაბნელების დერეფანს გახსნის. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს განსაკუთრებით ემოციური პერიოდია, როდესაც შესაძლოა, მომატებული შფოთვა, გაღიზიანება ვიგრძნოთ და ამან ურთიერთობებზე ნეგატიური გავლენა მოხდინოს. ამავდროულად, პლანეტა სატურნის გავლენით აღნიშნულ პერიოდში ყველაფერი, რაც ყალბია ან დასასრულისთვისაა განწირული, საბოლოოდ დასრულდება…თითოეულ ადამიანს მოუწევს, ილუზიებს დაემშვიდობოს და მოვლენებს რეალურად შეხედოს.